შოთაძე ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის საჩივარს ეხმაურება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის საჩივარს ეხმაურება.

შოთაძის განცხადებით, საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის პროკურატურაში და დაწყებულია იმ ინფორმაციის გადამოწმება, რაზეც შალვა რამიშვილი საუბრობს.

„განცხადება შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილია და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რეალობას, მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოკითხვა და შესაბამისი მოქმედებები, რათა დადგინდეს მის განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტების რეალობა. ყველა დაიკითხება, ვისი დაკითხვის საჭიროებაც დადგება ფაქტის გადასამოწმებლად“, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება
შემდეგი სტატია“გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება” – მიხეილ გიორგაძე