შოთა შალელაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და დებიუროკრატიზაციის პროცესის გაგრძელებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი შოთა შალელაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და დებიუროკრატიზაციის პროცესის გაგრძელებას ითხოვს.

დეპუტატის განცხადებით, სამინისტროების ოპტიმიზაცია და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა სახელმწიფოს აძლევს შანსს, კიდევ უფრო მეტი სამთავრობო პროგრამა და სერვისი მიაწოდოს მოსახლეობას.

,, სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია ხელისუფლების სწორი, სახელმწიფოებრივი მიდგომების. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირებაზე და მართვის მეტი მოქნილი და ინოვაციური სისტემების დანერგვაზე.

ჩვენი სახელმწიფო, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს არაერთ მსხვილ სოციალურ პროექტს, შესაბამისად, ნებისმიერი დაზოგილი საბიუჯეტო თანხა მოგვცემს მეტ შესაძლებლობას გავაზარდოთ და გავაძლიეროთ საჭირო სერვისები. ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბევრი ვალდებულებები, იგივე 300 – მდე იძულებით გადაადგილებული პირის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ევროკავშირთან ნაკისრი გვაქვს ვალდებულებები, უნებართვოდ მცხოვრები პირების სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციასთან მიმართებით და ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ ხელშეკრულებების მიხედვით. თუ დავზოგავთ სახელმწიფო აპარატის შენახვაზე გასაწევ საბიუჯეტო სახსრებს, ეს თანხები შეგვიძლია გადავამისამართოდ სპეციალური პროგრამების ფორმირებისთვის და დაგროვებითი პენსიის პროექტის უმტკივნეულოდ განსახორციელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მაკროეკონომიკური პარამეტრით სახეზე გვაქვს ეკონომიკის განვითარების მზარდი ტენდენცია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დებიუროკრატიზაციის და ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი ხარჯვის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია მთავრობის მეთაური, მიმაჩნია, რომ ოპტიმიზაციის პროცესი ამით არ უნდა შეჩერდეს. რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ სსიპ-იზაციის და ააიპ-იზაციის პოლიტიკის გადახედვა და უნდა დავიწყოთ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ეების შესწავლაც ’’ – ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონზე სპეცრაზმია მობილიზებული
შემდეგი სტატიაWall Street Journal: თურქეთმა, გიულენის მოსატაცებლად მაიკ ფლინს 15 მილიონი დოლარი შესთავაზა