შოთა შალელაშვილი : ეს არის კომპრომისი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სომეხ ხალხს!

პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“მას შემდეგ, რაც სომხეთში საერთო ბლოკადამ ქუჩებსა და აეროპორტებში გადაინაცვლა, რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც მრავალი წლის მანძილზე მმართველმა ძალამ, დათმო საკუთარი პოზიციები და თანხმობა განაცხადა პარლამენტში ოპოზიციის კანდიდატის – ნიკოლ პაშინიანის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ის 8 მაისს დაიკავებს პრემიერ-მინისტრის სავარძელს. ეს არის კომპრომისი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მშვიდობიანი გზით მოხდეს ხელისუფლების გადაცემა.
ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სომეხ ხალხს!”, – აცხადებს დეპუტატი.

სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ” განაცხადა, რომ 8 მაისს დაგეგმილ, პრემიერ- მინისტრის არჩევნებზე ხმას იმ კანდიდატს მისცემს, რომელიც დეპუტატთა ერთი მესამედის მხარდაჭერას მოიპოვებს.

banner
წინა სტატიაში,,ასე ესმით დემოკრატია, დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ”-გიორგი აბაშიშვილი
შემდეგი სტატია“გირჩის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს