შოთა ქემოკლიძე გირაოს- 4 000 ლარის გადახდის შემდეგ საპატიმროს დატოვებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შოთა ქემოკლიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შოთა ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, 4 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლე ბარბაქაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ შოთა ქემოკლიძეს 4 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. მოსამართლემ ბრალდებულ ქემოკლიძეს გირაოს გადახდის ერთთვიანი ვადა მისცა.

შეგახსენებთ, რომ შოთა ქემოკლიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება მას ცივი იარაღის ტარებას ედავება. ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას თვითდაზიანებები მიიყენა და მკურნალობაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგელა ნიკოლაიშვილი: ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად 1 წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს
შემდეგი სტატიარუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე სპეციალურ განმარტებას აკეთებს