შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. იგი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამტყუნდა და წელიწადნახევარი მიესაჯა. გაფლანგვის მუხლში კი გამართლდა.

შოთა ხიზანიშვილს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებოდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ხიზანიშვილი წინა წლებში შშს-ს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. იყო გიგი უგულავას მოადგილე და შს ადმინისტრაციის უფროსი. იგი გირაოთი იყო გათავისულფებული.

სასამართლოში 2012 წლის არჩევნებამდე, ”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე გადაწყვტილება დღეს გამოცხადდა.

ბრალდებულებს, კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ვაჟა ლელუაშვილს 3-წლიანი პატიმრობა, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

banner
წინა სტატიაშიმეგა შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” VI სეზონის გამარჯვებულები
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო