შოთა ხიზანიშვილი: დღეს საზოგადოება იხილავს კიდევ ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების უკანონოდ მოსმენის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კომენტარი მედიასთან გააკეთა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით დარბაზში დააკავებდნენ.

მისი განცხადებით, ეს იქნებოდა კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება და პასუხი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

“პროცესი 4 წელია მიმდინარეობს, რაც ევროპის სასამართლომ გამოიტანა ვანო მერაბიშვილზე გადაწყვეტილება, ეს პროცესი დაჩქარდა. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება გასცემს პასუხს სტრასბურგის სასამართლოს. დიდი ალბათობით ეს იქნება საპატიმრო სასჯელი და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან რომელიც ბოლო 4 წელია მიმდინარეობს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ”-აცხადებდა ხიზანიშვილი განაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ირაკლი სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა
შემდეგი სტატიაშოთა ხიზანიშვილი, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა