იან კელი: შოკში ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ ეს ამბავი

news
: news მარტი 1, 2016 11:03

იან კელი: შოკში ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ ეს ამბავი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილის სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ელჩი კომენტარს არ აკეთებს.

“კომენტარი არ მაქვს მიმდინარე გამოძიებაზე, შოკში ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ ეს ამბავი. ბატონ ალექსის ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. მთავრობა არის ძალიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით“,-განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

news
: news მარტი 1, 2016 11:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics