შოკოლადის პუტინი გამოფენაზე

შოკოლადის პუტინი გამოფენაზესანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის შოკოლადის ძეგლი გააკეთეს, რომელიც სპეციალურად 5 და 6 დეკემბერის შოკოლადის დღესასწაულისთვის დამზადდა.
ძეგლის სიმაღლე 172 სანტიმეტრია და მის გაკეტებაში 70 კილოგრამი შოკოლადი დაიხარჯა. პუტინის გვერდით იდგება მისი ძაღლი, რომელიც ასევე შოკოლადისგან არის გაკეთებული.
მნახველებს შეეძლებათ მხოლოდ დაათვალიერონ პუტინი და ძაღლი – მათი გასინჯვა აკრძალულია.

თუმცა, პუტინის შეჭმის მსურველებს ლვოვში დამზადებული რუსეთის პრეზიდენტი შეუძლიათ მიირთვან. შოკოლადის პუტინი ფართო წარმოებაში გამოვიდა – ის ზურგს უკან ბომბს მალავს, ნაპოლეონისული სამკუთხა ქუდი ახურავს და დახეული მაისური. მისი შეძენა 35 გრივენად არის შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანი ბრიტანეთს ბრილიანტ კოხინურის უკან დაბრუნებას სთხოვს
შემდეგი სტატია“ბათუმის მერიამ რუსულ კომპანია Gazprom-თან ხელშეკრულება გააფორმა” (ფოტოები)