შობის ღამეს პატიმრებმა საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს

ასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს​ ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს და შუაღამისას საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს.

სამინისტროს ცნობით, საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, ასევე, ქალთა სპეციალური დაწესებულების სამლოცველოსა და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმა ილია მეორემ მრველს მოუწოდა, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12:00 საათზე უნდა დაანთონ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ხაჭვანი ვარკეთილის პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიააჭარის მართლმადიდებლურ ტაძრებში საშობაო ლიტურგია ჩატარდა