გორში, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზაზე საკუთარ ავტომობილთან ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
,,თაიმერის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი პოლიციელია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. გარდცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.