შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდამჭერები იკრიბებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსახლეობა იკრიბება. ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროსთან იმ სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ, რომლებიც კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს.

“ვითხოვთ დღესვე გამოუშვან სპორტსმენები! არ გაბედონ მათი დაკავება! დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი ადამიანები.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შსს-თან იმყოფებიან
შემდეგი სტატია,,სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს აერთიანებს, რომ მომავალი არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ”