შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განვმარტოთ, რომ
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის
მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს. ორივე შემთხვევაში
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის
პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო
ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.

შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი
პროკურატურას გადასცა. მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია
პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ
არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ
თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.

შს სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს
პროკურატურასთან. შსს, პირველ რიგში, თავადვეა დაინტერესებული, რომ საქმეზე
დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის ადვოკატი და ოჯახის წევრები პროკურატურაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს – რომან გოცირიძე