საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 15:17

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

“აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა დავით დონდუამ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ფაქტს Twitter-ზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა.

„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთის მანიპულაციის შედეგად, ასადის რეჟიმის მიერ, არის კიდევ ერთი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმისა. ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 15:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics