შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში გეგმური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში გეგმური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს არის გეგმური საპოლიციო კონტროლი და “განსაკუთრებული არაფერი ხდება”.

შეგახსენებთ, რომ ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. ასევე, ითხოვენ მგზავრთა დოკუმენტაციას.
საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართული. რეიდები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ფოთის პოლიცია რეიდების მიზეზს არ აკონკრეტებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: აქციზზე გადასახადის გაზრდა იმის შედეგია, რომ სახეზეა ეკონომიკის ჩამოშლა