შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები გამოავლინა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2018 12:54

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების  ფაქტები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა. დაკავებულია 4 პირი. ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.

დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2018 12:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics