შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ტაბულას“ თანამშრომლების ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ტაბულაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ტაბულას“ თანამშრომლების ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.უწყებაში მომხდარის შესახებ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

რესტორან „ჭაშნაგირში“ „ტაბულას“თანამშრომლებს დღეს საღამოს თავს დაეხნენ. აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის ფოტოსთან ერთად, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლევან სუთიძემ გაავრცელა.

მისი განცხადებით, თავდამსხმელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა რელიგიურ თემატიკაზე გაკეთებული გადაცემებისა და რეპორტაჟების გამო მიაყენეს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

banner
წინა სტატიაშიარასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერთან შესახვედრად ემზადება
შემდეგი სტატიამაირ მამედოვი – ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ