შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში
ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ,,თაიმერს”

სამინისტროდან აცნობეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში
მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე
პრიმა მუხლით.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
შემდეგი სტატიაშსს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (+ვიდეო)