შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ნ.ტ. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ., დანაშაულის
დაფარვის ბრალდებით დააკავეს. ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი
ისჯება ჯარიმით ან 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989 წელს დაბადებული ი.კ.-ს
გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან
დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის
რაიონულ სამმართველოში შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო
საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).
პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის
ღონისძიებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო
ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ტ.-მ
კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს
შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ
პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ნ.ტ. აბაშაში, ხოლო რ.გ. ზუგდიდში დააკავეს.
ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის იარაღი სანადირო თოფი – ნივთმტკიცებად ამოიღო.
ამ დროისთვის, ი.კ.-ს ცხედრის ძებნის ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: რატომ არ არსებობს კამერების ჩანაწერები?