შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდაშსს-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის.
დანაშაულის დეტალების შესახებ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელმა თეა პერტაიამ ისაუბრა. შსს-ში გაკეთებულ განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილ იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც, კერძოდ, სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. აქვე იყო ე.წ. ბალგარკა, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნის გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა. ზემოხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გადაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავებისათვის. ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორიენტირები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აბსოლუტურად ყველა დანაყოფს. მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა, ორ პირთან ერთად, “მერსედესის” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით.

რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე, სხვა ნივთები. გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშითამბაქოს ფასი 28-დან 35 თეთრამდე გაიზარდა
შემდეგი სტატია“მიგვიფურთხებია ყველასთვის, ვისაც კადიროვის გადადგომა უნდა”