“შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება სამარცხვინო იყო”-ნინო ბურჯანაძე

“შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება სამარცხვინო იყო”-ეს განცხადება, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ბურჯანაძე შს მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ სამინისტრო “ბალასტისგან” უნდა გათავისუფლდეს.

ბურჯანაძე ამბობს, რომ მას მღებრიშვილის განცხადებამ, წინა ხელისუფლების გამონათქვამები გაახსენა. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი კითხვით მიმართავს შს მინისტრს, რატომ ვერ მოხერხდა ე.წ. ბალასტისგან უწყების გათავისუფლება, რადგან მათ მთელი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასი ეძლეოდათ.

ბურჯანაძე ამბობს, რომ დაანონსებული ოპტიმიზაცია რეალურად ადამიანების უმუშევრად დატოვებაა, უბრალოდ სიტყვა ოპტიმიზაცია ჟღერს ნაკლებად მტკივნეულად.

banner
წინა სტატიაშიავარია რუსთავში – დაღუპულია სამი ადამიანი
შემდეგი სტატიაბელგიაში თურქეთის საელჩოსთან ბომბი იპოვეს