შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიკს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
გიორგი მღებრიშვილმა და მარტინა ქვიკმა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს.