შიმშილობის მესამე დღე – მეტროს მემანქანეები გაფიცვას განაგრძობენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 10:09

შიმშილობის მესამე დღე – მეტროს მემანქანეები გაფიცვას განაგრძობენ

მეტროს მემანქანეთა პროტესტი გრძელდება. მეტროპოლიტენის თანამშრომლები კვლავ დეპოს ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი. მათი მოთხოვნები უცვლელია – ხელფასების ზრდა. გაფიცული თანამშრომლები სამუშაოსთვის საათში 10 ლარიან ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს კი მათ სატრანსპორტო კომპანია 8 ლარსა და 65 თეთრს უხდის.

გუშინ გაფიცულ მემანქანეებს დედაქალაქის მერი ორჯერ შეხვდა, თუმცა კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მეტროპოლიტენის თანამშრომლების განცხადებით, კახა კალაძე არ თანხმდება მათ მოთხოვნას. კალაძე მეტროს თანამშრომლებს ხელფასის მომატებას 2019 წლიდან დაჰპირდა.

„იმედი გვაქვს დღესაც იქნება განმეორებით შეხვედრა და პოზიციებზე შეჯერება, ალბათ მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და გაგრძელდეს მუშაობა“-ამბობს მეტროს თანამშრომელი არჩილ ლაბაძე.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ბოდიშს უხდიან მოქალაქეებს და იმედოვნებენ, რომ გაფიცვა დასრულდება.

მეტროს დახურვამ უკვე შექმნა პრობლემები დედაქალაქში. ავტობუსების გაზრდილი რაოდენობისა და მარშრუტების მიუხედავად მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, მათ ავტობუსით მგზავრობა უჭირთ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 10:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics