შიმშილობის აქცია გმირთა მოედანზე – ომის ვეტერანები პენსიის გაზრდას ითხოვენ

გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი მესამე დღეა შიმშილობს.

ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს სთხოვენ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ.

ვეტერანები ასევე მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა შესახებ კანონი.

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება
შემდეგი სტატიათბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს