ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან

zzzz1zzzzzzzzzzzზუგდიდში საერთაშორისო, ასევე საქალაქათაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლების გაფიცვა დაიწყო. მათ მხარს უჭერენ შიდა გადამზიდვების მძღოლები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სისხლის უკანსკნელ წვეთამდე იბრძოლებენ და არ დაუშვებენ “მეტრო+”-ის შემოსვლას ზუგდიდში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას შიმშილობას მიმართავენ და აქციას თბილისში, კანცელარიის წინ დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ რომ “მეტრო+”-მა გუშინ განცხადებას გაავრცელა:

“ბოლო დროს ქალაქ ზუგდიდში , ჩვენი კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციების გავრცელების ფონზე შპს „მეტრო +“ –ის სახელით ვაცხადებთ შემდეგს:
კომპანია „მეტრო +“ დაფუძნდა 2015 წელს ქართული ინვესტიციებით და ადგილობრივი ბიზნესმენების უშუალო ძალისხმევით. კომპანიაში უკვე განხორციელდა 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია და მისი აქტივების 100%-ის მფლობელები არიან ქართველი ბიზნესმენები. კომპანიამ უკვე ჩამოიყვანა 7 ერთეული 27 ადგილიანი კომფორტული ავტობუსები და გეგმავს ავტოპარკის მუდმივ განახლებას და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. ყველა ავტობუსი დამატებით აღჭურვილია HD ხარისხის მონიტორებით და მგზავრებს ეძლევა საშუალება მგზავრობის განმავლობაში აირჩის მისთვის სასურველი კინოფილმი, კონცერტი ან შემეცნებით-გასართობი პროგრამა ან ისარგებლოს უფასო Wi-Fi ინტერნეტით.
მგზავრობის პერიოდში მგზავრებს ემსახურება კვალიფიციური გამცილებელი, რომელიც შემოგთავაზებთ უფასო ჩაის, ყავას და წყალს. მაღალკვალიფიციური პროფესიონალიმძღოლები მუდმივად გადიან ტრენინგებს ადგილობრივ და უცხოელ ინსტრუქტორებთან. მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა აქციებს მგზავრთა კომფორტის და მგზავრობის საფასურის გასაუმჯობესებლად.
რეგიონის ბაზარზე ჩვენი კომპანია შემოვიდა, კომპანია, „მეტრო ჯორჯიას“ ფრანჩიზის ქვეშ. „მეტრო ჯორჯია“-ს ფრანჩიზის და ლოგოს აღება განაპირობა ქართულ ბაზარზე არსებული გამოცდილებისა და მომსახურების ხარისხის, ჩვენს რეგიონში შემოტანის სურვილმა. ჩვენი ავტობუსები აკმაყოფილებს დღეს არსებულ ყველა ევროპულ სტანდარტს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისათვის. კომპანიაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები, როგორც კომპანიის მართვაში ასევე მის მომსახურე პერსონალში. კომპანიის პოლიტიკაა უპირველესად მგზავრთა უსაფრთხოება და კომფორტი.
ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ითვალისწინებს სატრანსპორტო გადაზიდვების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას. ასევე სატრანსპორტო სფეროში ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს არსებული მონოპოლიების მოსპობას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში ხარისხისა და ფასების ჯანსაღ რეგულაციებს. ვფიქრობთ, ჩვენი კომპანიის საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და ადგილობრივი მოსახლეობის მგზავრობის პირობების გაუმჯობესებას.”-ნათქვამია შპს “მეტრო +”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“აუცილებლად წამოიწევს “გაზპრომის” საკითხი”- უმცირესობა პრეზიდენტს შეკითხვებს “გაზპრომთან” დაკავშირებითაც დაუსვამს
შემდეგი სტატია“მეტრო+” თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით რეისების განხორციელებას ვერ შეძლებს