შიმონ პერესი, გარდაცვალების შემდეგ, ორგანოების დონორი გახდა

5მედიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სიკვდილის წინ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის ტკივილები შეემსუბუქებინათ, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. თვითონ პოლიტიკოსმა სურვილი გამოთქვა ორგანოების დონორი გამხდარიყო – პერესის მკურნალმა ექიმმა და სიძემ რაფი ვალდმანმა განაცხადა.
“შიმონ პერესმა ყოველგვარი ტანჯვის გარეშე დაგვტოვა. ჩვენი მედიკოსები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტკივილების გარეშე და ღისეულად წასულიყო” – განაცხადა ვალდმანმა.
პრეზიდენტის სურვილს მისი ახლობლებიც დაეთანხმნენ – მისი თვალის რქოვანა პაციენტს გადაენერგა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ყაჩაღობის დროს დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიათურქეთში პუტჩის საქმეზე 32 ათასი ადამიანია დაპატიმრებული