შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად წარდგენილი კახა სამხარაძე 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე, USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი იყო.

შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე, შიდა ქართლის უბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ,,მოსამართლეების საქმეზე” ნინო გვენეტაძე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაევროკომისარის თქმით, ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს