შეზღუდვები გზებზე: ზვავსაშიშროების გამო მლეთა-კობის მონაკვეთი ჩაიკეტა

მლეთა-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანპოსრტისათვის ქუთაისი-ალპანა-მამსიონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთსა და ქუთისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ135 მონაკვეთზე.

თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე: თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე გზის კმ1-კმ29 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ57 (ტყიბული-ნიკორწმინდა) მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგდად, ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამყენების რეჟიმი მოიხსნა და თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების – ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აკრძალულია 2 მონაკვეთზე: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-მლეთა და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე კალაძის წინააღმდეგ-ვისი ხელწერა იკვეთება ირაკლი კირკიტაძის დაკავებაში
შემდეგი სტატიაჯანელიძე მეორე მოადგილის კანდიდატურას არჩევს