შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობის პილოტირების პროგრამა დაიწყო

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობის პილოტირების პროგრამა დაიწყო. შესაბამის დოკუმენტაციას ხელი ჯანდაცვის უწყებაში ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა მოაწერეს.

მემორანდუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განათლებას და დასაქმებას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ეტაპი თბილისში, გორში და ბათუმში დაიწყება. მოგვიანებით, შეზღუდული შესაძლებლობების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა სამეგრელოსა და იმერეთში ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილმა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატია“განზრახულია, რომ “ახალ მემარჯვენეებს წაგვართვან ჩვენი ნომერი” – მამუკა კაციტაძე