“შევესაბამები ამ თანამდებობას”- გოცირიძისთვის გაუგებარია რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა ევროსასამართლოში

ევა გოცირიძისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გოცირიძის თქმით, ის აკმაყოფილებდა ყველა სავალდებულო კრიტერიუმს და შეესაბამებოდა თანამდებობას.

“პროცედურები ჩატარდა, გასაუბრებები ჩატარდა, სხვა კანდიდატურებთან მე ვერაფერს ვერ გეტყვით არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რამის თქმა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევესაბამები ამ თანამდებობას.

მოსალოდნელია რომ ხელახლა ჩატარდეს კონკურსი, რადგან სია არის უკან დაბრუნებული. სხვა გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ ჩანს და ალბათ ასე იქნება,“-განაცხადა ევა გოცირიძემ “კურიერთან” საუბრისას.

გოცირიძეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა ახალ კონკურსში მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს