“შეუნარჩუნეთ საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს” – მალაშხია პრეზიდენტს მიმართავს

shota malashxia

„ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე შოთა მალაშხია პრეზიდენტს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს.

ამის შესახებ მალაშხიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანას ხვალ გეგმავს.

„ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ დადგეთ დღევანდელ პოლიტიკურ კონიექტურაზე მაღლა და მიიღოთ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მართებული გადაწყვეტილება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმათა საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს“, – აცხადებს მალაშხია.

banner
წინა სტატიაშინონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიაგელა ნიკოლაიშვილი: ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად 1 წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს