“შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება, ეს ჩვენი დამსახურებაა”

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში დღეს სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.

კახა კალაძე ეთანხმება ყველა იმ განცხადებას, რომელიც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთდა.
“ყველა იმ განცხადებას ვეთანხმებით, რომელიც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით იყო გაჟღერებული. დღეს საქართველოში ისე გვაქვს სიტყვის თავისუფლება, როგორც არასდროს. თითოეული თქვენთაგანი დღეს ზეწოლისგან თავისუფალია. ჩვენს მოქალაქეებს განსხვავებული აზრის გამო, არავინ დასდევს, არ იჭერს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. დღეს შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება, მედია არ არის თავისუფალი. ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურებაა”,- განაცხადა კახა კალაძემ.
banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში
შემდეგი სტატიასირია ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს