შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ. არსებობს თუ არა საგამოძიებო კომისიასთან და ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოჭრილ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას დაქვემდებარებულ კომიტეტში ერთიანი პოზიცია, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება. ამ წუთებში უნდა დაიწყოს ბიუროს სხდომაც.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. გედევან ფოფხაძის განმარტებით, ის რამდენიმე დეპუტატთან ერთად ცოტა ხანში გეგმავს სპეციალური განცხადების გაკეთებას, სადაც მოხდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლების და რამდენიმე დეპუტატის პოზიციის დაფიქსირება.

დეტალებზე უმრავლესობის დეპუტატი არ საუბრობს. თუმცა, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში შენარჩუნდეს.

“მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და ყველა სხვა მიმართულებით ამ პროცესის გადახრა არასწორია, შესაბამისად, გარკვეული ანალიზი ჭირდება. მე კომიტეტში ჩემს მეგობრებს შევთავაზებ, რომ საერთო პოზიციით ჩამოვყალიბდეთ. თუმცა, მე თავად ვაპირებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას,”- განმარტა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის წარმომადგენლები საპატიმროში მაგდა პაპიძესთან შევიდნენ
შემდეგი სტატიაAmnesty International – რუსეთს ჰუმანიტარული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს