მე ბესელიას და კობახიძეს შევხვდები საგამოძიებო სივრცეში

ალეკო ელისაშვილ

ალეკო ელისაშვილროგორც ელისაშვილი დღეს გადაცემა არჩევანში აცხადებს, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს მხოლოდ კოკაინის საქმეზე დაკავებული მსჯავრდებულების საქმით ინტერესდებოდა, სხვა საქმეებით კი ისინი არასდროს დაინტერესებულან.

„22 საათი გავატარე პროკურატურაში, მაგრამ პროკურატურაში მიდის საქმის ჩაფარცხვა. თავის რჯულსა და ტრადიციას არ ღალატობს პროკურატურა,“ – ამბობს ელისაშვილი და იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც მის საქმეზე პროკურატურის მხრიდან ფიქსირდება.

„ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მხრიდან იყო არნახული ინტერესი მხოლოდდამხოლოდ კოკაინის საქმის მსჯავრდებულებზე და სხვა არც ერთი მსჯავრდებულის საქმე მათ არ ადარდებდათ. მივიღე რამდენიმე მესიჯი, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ შეწყალებულთა შორის ამ პირების ჩასმას. ბოლოს რაც მოვიდა, მესიჯში პირდაპირ იყო მუქარა, როგორ ვბედავდი მე საქმის უყურადღებობით დატოვებას,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი, რომლის მიმდინარე საქმეს მისი “ცხოვრების ღირსების საქმეს” უწოდებს და ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

ელისაშვილს რამდენიმე მოთხოვნა აქვს და მათ შორის საპარლამენტო კომისიის შექმნაც შედის.იგი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამ საქმის გამოძიებას პარლამენტის მიერ შექმნილ სპეციალურ დროებით კომისიაში ითხოვს.

“ბესელიამ გამოთქმები შეარჩიოს და თათხვას მოეშვას. მე მასთან სადებატო არაფერი მაქვს.
“მე ბესელიას და კობახიძეს შევხვდები საგამოძიებო სივრცეში. სადებატო არ მაქვს არაფერი, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის დანაშაული. რეპლიკებს და კომენტარებს კი არ ვაკეთებ, მე ვამბობ, რომ ეს პოლიტიკოსები ადამიანის ბედით ვაჭრობდნენ. პროკურატურა სიმართლის დადგენის სივრცე არ აღმოჩნდა და ეს სივრცე უნდა შეიქმნას პარლამენტში. თვალების ფერზე და ასეთ თემებზე მე არ ვლაპარაკობ. ბესელია ლანძღვა-თათხვას მოეშვას. ელისაშვილი ვარ, სავანის უბნიდან წარმოშობით. გამოთქმები შეარჩიოს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

https://youtu.be/r0tdzBUP4oM

banner
წინა სტატიაში,,არსებობს მტკიცებულებები, რომ ის უდანაშაულოა”- რას მოითხოვს მაგდა პაპიძის ადვოკატი
შემდეგი სტატიაელისო კილაძე მანანა კობახიძეს მეხსიერების დაბრუნებაში დაეხმარება