შესთავაზა თუ არა გურიის გუბერნატორმა მხარეებს ქუჩური გარჩევა?!

ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ს წევრის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათთან ულტიმატუმის ენით საუბარი დაიწყო. ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთან იმყოფებოდა გურიის გუბერნატორის ახლო მეგობარი და გუბერნიის თანამშრომელი ნესტონ რამიშვილი, რომელმაც მოუწოდა მათ მომხდარ ინციდენტზე შეწყვიტონ სამართლებრივი დავა და სანაცვლოდ შესთავაზა ქუჩური გარჩევა.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს რეალური დამნაშავეების დასჯით, ისინი გადავიდნენ ულტიმატუმზე და ულტიმატუმს არც მეტი არც ნაკლები, გუშინ მიყენებდა გუბერნატორის უახლოესი მეგობარი და მისივე თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი. რომელმაც წამომიყენა ასე ვთქვათ ორი ულტიმატუმი. ერთი, ან უნდა დავთანხმებოდით ჩვენ ამ პროცესების ქუჩაში გადმოტანას და ქუჩურ გარჩევებს, სადაც იღებდნენ ვალდებულებას რომ არც ერთი დამნაშავე ხელს არ შემოუბრუნებდა და სანაცვლოდ ბესო ქათამაძეს მიეცემოდა ფიზიკური ანგარიშსწორების საშუალება. თუ ამას არ დავთანხმდებოდით ისინი დაგვანახებდნენ რა იყო რეალური ძალა,“-განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ენმ ხვალიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა სენაკში – გარდაცვლილია 37 წლის ახალგაზრდა
შემდეგი სტატიათბილისში, ვანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია