“შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს ესკალაციას”- დავით ბაქრაძე ყარაბაღის მოვლენებზე

ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე ცოტა ხნის წინ კომენტარები თბილისში ნატოს კვირეულის გახსნის წინ გაკეთდა.

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს მიმდინარე მოვლენებს, ესკალაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც, არა მხოლოდ ორი სახელმწიფოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, რომ საკითხი დასტაბილურდეს და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს მისი მოგვარება, შესაბამის უწყებებს მხარეებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ.

ამ წუთებში კვირეულის ფარგლები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იწყება, რომელსაც პრემიერი გახსნის.

banner
წინა სტატიაში“ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს” – საქართველოს გენშტაბის უფროსი ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე
შემდეგი სტატია“ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას”