შესაძლოა პატიმართა ვიდეო პაემნების საფასური გაუქმდეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს კანონპროექტს, რომელიც პატირმების მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზებას ითვალისწინებს, დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ნებართვით და კონტროლით, ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, უფლება ეძლევა ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის რეალიზაცია პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს.

ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტს ექნება ინიციატივა, გაუქმდეს ვიდეო პაემნების საფასური.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში იმყოფება
შემდეგი სტატიამარტიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია “თელასის” ქვითრებში აღარ აისახება