“შენთან მეგობრობა ამაზრზენია!“

xaindrava-gogaგოგა ხაინდრავას მიერ კარლ ბილდტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს და მის მიერ დანიის დედაქალაქში ფილმ „დემოკრატიის შუქურას“ ჩვენებას ეხმიანება გოგა ხაინდრავას ბავშვობის მეგობარი Marina Axell Skondia, რომელიც შვედეთში ცხოვრობს:

„მე, ბავშვობიდან ვიცნობ გოგა ხაინდრავას, ინტელიგენტი ჯენტლმენი ბიჭი იყო… ჩვენი მშობლები გადასახლებულები იყვნენ ერთად ყაზახეთში. ჩემები იმიტომ, რომ საფრანგეთში იყვნენ დაბადებული გაზრდილი. მისი იმიტომ, რომ ჩინეთში ცხოვრობდნენ.

აღშფოთებული ვარ! რამ მიიყვანა გოგა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩემი მეორე სამშობლოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ებრძოლოს მოსკოვის ოკუპანტის გადაღებული „დოკუმენტური“ ფილმით, სადაც საქართველოს სუპერდეზერტირები არიან თავმოყვრილი.

გოგა!
ცნობილია, რომ ემიგრაციის შვილებს ყოველთვის დევნიდა კგბ და ცდილობდა მათ დავერბოვკებას. ასეთი რა მოგცეს და რა დაგავერბოვკეს, ან რა გაგიკეთეს, რომ ტვინი მთლიანად ჩარეცხილი გაქვს?

სამშობლო, როგორც დედა, ერთია!
არც მე მყავს ქართველი დედა და არც შენ, მაგრამ საქართველომ გაგვზარდა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ და ასე როგორ ექცევი იმ ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა!

ელემენტარულად მეზიზღები იმ კადრების მერე და გარანტიას გაძლევ, არცერთი სკანდინაველისთვის შენი რუსეთისგან მორთმეული დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნების პოლიტიკოსებზე, არც მნიშვნელოვანია და არც მოეწონებათ, რადგან მთლიანად დეზინფორმაციაა.

ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ძლიერი იარაღი მხოლოდ დეზინფორმაცია, ცილისწამება და ადამიანების აბუჩად აგდებაა!

არავის არ გვეშინია ამის, ის ოკუპანტია და ოკუპანტად დარჩება ჩემთვის,
სანამ მამაჩემის საფლავზე სოხუმში რუსის ჩექმა დგას.
შეიგნე!!!

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სასაცილო გაიხადე თავი 60 წლის კაცმა!
შენი ყოფილი მეგობარი, მე, საქართველოს ავირჩევ და შენთან მეგობრობა ამაზრზენია!..“

 

“აფხაზეთის ხმა”

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი სტურუას გარდაცვალების საქმეზე: ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე
შემდეგი სტატიაფოტო, რომლიდანაც საქართველოს ტრაგედია გვიმზერს