შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ახალი წესები 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

მთავრობაში განსახილველად “ტექნიკური რეგლამენტი “შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე პროექტი შევიდა.

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ახალი წესები, სავარაუდოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ის სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს.

“ჩვენ, დღეს გამოვიტანეთ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები. აღნიშნული წესები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან, თუმცა, ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი და ეს განსაზღვრავს ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით. მაგალითად, ხანძრისგან დამცავი სისტემა მოიცავს მისი გავრცელების უზრუნველმყოფ პასიურ დამცავ საშუალებებს და ყველა იმ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც არის საჭირო”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ბანკის წლიურ ანგარიშს თებერვალში მაინც მოისმენს
შემდეგი სტატია“თუ მექნება საშუალება, პრეზიდენტის გამოსვლას აუცილებლად დავესწრები”