“შენობა მთლიანად დეფორმირებულია, შიგნით შესვლა ვერ ხერხდება”- ალიბეგაშვილი “ბავშვთა სამყაროზე”

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის გამო მთლიანად დეფორმირებულია და შიგნით შესვლა სახიფათოა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა, სამწუხაროდ გვიან მოხდა ამ ამბის შეტყობინება, ახლა ეს შენობა არის მთლიანად დეფორმირებული, მეხანძრეები ყველაფერს ცდილობენ, რომ ხანძრის ლიკვიდაცია ბოლომდე მოახდინონ, სამწუხაროდ შიგნით შესვლა ვერ ხერხდება იმის გამო რომ „სინკარები“ არის დეფორმირებული, ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს და ტრაგედია დატრიალდეს. ამას როგორც ჩანს სხვანაირი დამუშავება დასჭირდება, დანგრევა დასჭირდება, იმედია რომ ეს ადამიანები სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას იგრძნობენ.“- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს”- პრეზიდენტი კანადაში მომხდარი ტერორისტულ თავდასხმაზე
შემდეგი სტატია„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად მეხანძრე დაშავდა