„შენი იდეა ქალაქის მერს“ – კახა კალაძე მოქალაქეებს ახალი სერვისს სთავაზობს

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში ახალ სერვისს – „შენი იდეა ქალაქის მერს” შესთავაზებს.

მერის ინიციატივით შექმნილ სერვისით ინტერნეტმომხმარებლები შეძლებენ საკუთარი იდეები დედაქალაქის მერს გაუზიარონ და ამ ფორმით მონაწილეობა მიიღონ თბილისის განვითარებაში.

კალაძის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მისი მიზანია, ქალაქის განვითარების პროცესში, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს.

„ბევრ ადამიანს სურს, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაგაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსზე იმსჯელებს