„შენების მოძრაობამ“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატად გოჩა მეგრელიშვილი წარადგინა

„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი წარადგინეს. მოძრაობის სახელით ჩოხატაურში, გოჩა მეგრელიშვილი იბრძოლებს. ლიდერებმა, შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს და საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს.

„ჩოხატაურში ადგილობრივი თვითმმართველობის სწორად წარმართვის დრო მოვიდა. გოჩა მეგრელიშვილი არის შეუპოვარი და უმართავი ადამიანი, ამიტომ ვიღაცებს არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ მოგვწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც პრინციპების გამო არიან უმართავები. ჩვენ არ გჭირდება მორჩილი ადამიანები, რომლებსაც თითს დაუქნევენ თბილისიდან და ასე გააკეთებენ საქმეს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, „შენების მოძრაობის“ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, შეკრებილ მოსახლეობას გოჩა მეგრელიშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ გათავისებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს გადაწყვეტილებას თან ახლავს.

„ჩოხატაურში დავიბადე და გავიზარდე, კარგად ვიცნობ ყველა პრობლემას. გათავისებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს გადაწყვეტილებას ახლავს თან. მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, რათა ერთად გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც ჩოხატაურს აქვს. მე ვიცი იმ ხალხის განწყობა, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, ვიცი რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. მე თქვენ მჭირდებით თქვენი ნდობით, მე კი ჩემი შემართებით და შეუპოვრობით, მზად ვარ გადავლახო ის პრობლემები, რაც ყველას გვაწუხებს“, – გოჩა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკაზრეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ – ცესკო-ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია გამართეს