,,შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი”

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში, ქობულეთში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.

მარგველაშვილის თქმით, არჩევნებში თანამონაწილეობის მოწოდებით საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება.

“მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენ საზოგადოებამდე – რომ ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ვინმეს მისცეს ხმა, არავის ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი, მხოლოდ ვითხოვთ, რომ ისინი იყონ ჩართულნი თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება, გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ აქ არავითარი აგიტაცია არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ ამის წინააღმდეგ გადადგი ნაბიჯი, ან იმის მომხრე იყავი, მაგრამ ხდება მთავარია, ხდება პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“ეროვნულმა ფორუმმა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა
შემდეგი სტატია,, 2020 წლამდე საქართველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი, გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილად იქცა”