ამ შემზარავი კატასტროფისას მცირეწლოვნები შს მნისტრის პირადმა დაცვამ გადაარჩინა – გომბროზე მომხდარი ტრაგედია

16 ოქტომბერს გომბორის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. მოქალაქე ყვებოდა, რომ სრულიად უცნობმა ადამიანებმა დაშავებული ბავშვები გადაარჩინეს. ამ მოქალაქეების ვინაობა ამ დრომდე ცნობილი არ იყო. დღეს კი გაირკვა, რომ სამი ბავშვი შს მინისტრის დაცვის წევრებმა: კახი კამლაძემ, ნოდარ მჭედლიშვილმა და ავთო წაქაძემ სამი ბავშვი გადაარჩინეს და პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს.
გომბორის გზაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად 51 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე 30 წლის ქალი კი, რომელიც ხუთი თვის ორსული გახლდათ, საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

BMW-ს მარკის ავტომობილში მცირეწლოვანებთან ერთად სულ ცხრა ადამიანი, Ford–ის მარკის ავტომობილში კი მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფოთში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა