,,შემთხვევა, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი, არ ყოფილა”

ელენე ხოშტარია:

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია NDI-ს კვლევის შედეგებს აფასებს. მისი განცხადებით, შემთხვევა, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი, არ ყოფილა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ეს არის ხელისუფლების მიმართ სრული პროტესტი.

„მე მგონი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელისუფლებო პარტიას ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი. ეს არის ფაქტიურად უარის თქმა, სრული პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ ამ გადაუწყვეტელებს მკაფიო სურათი ჰქონდეთ, თუ რას აპირებს ეს ოპოზიციური პარტია ან რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები, მთავრობის კრახის ფონზე, რას შესთავაზებენ საზოგადოებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია გაქრა რუკიდან, ანუ ზოგადი განწყობა პრორუსული განწყობის შემცირების აისახა ნინო ბურჯანაძის პარტიაზეც და ასევე მნიშვნელოვანი არის დავით ბაქრაძის პიროვნული ყველაზე მაღალი რეიტინგი, რაზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნები უნდა გააკეთოს“,-განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურას გაეროს დელეგაცია ეწვია
შემდეგი სტატიაქვეყანაში პრორუსული განწყობის მატებას სანდრო ბრეგვაძე NDI-ს კვლევების შედეგებს უკვაშირებს