შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა ნამდვილად წააგავს მუსოლინის სისტემას

მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
თქვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა ნამდვილად წააგავს მუსოლინის სისტემას. სამწუხაროა და არ გვიხარია რომ ამის თქმა გვიწევს მაგრამ ფაქტია. მუსოლინიმ მოიგონა 25% ხმებს თუ აიღებდა დეპუტატების 2/3 ეყოლებოდა პარლამენტში. თქვენი შემოათავაზებული სისტემით 25% კი არ შეიძლება უფრო ნაკლები მიიღოთ და მაინც წაიღოთ ის ხმები რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს პარტიებს ვინც ვერ გადალახა 5% ბარიერი.
2012 წელს არჩევნებში დაახლოებით 20 % ხმების იყო დაკარგული ანუ მიიღეს იმ პარტიებმა ვინც ვერ გადალახა 5% ბარიერი. 1995 წლის არჩევნებში დაახლოებით 60% იყო ასეთ ხმების. ამიტომ ნუ გწყინთ თქვენ მოიგონეთ ეს სისტემა. სისტემა რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე გასული პარტია ერთი ხმითაც რომ ჯობდეს მეორე ადგილზე გასულ პარტიას და მეორე და მესამე ადგილზე გასულ პარტიებს რომ შეეძლოთ კვალიციის შექმნა და დამარცხება შეიძლება ეს ყველაფერი აღირავდეს მუსოლინის პრინციპის მიხედვით, იმიტომ რომ იმ პარტიებს ხმებს რომლებმაც 5% ბარიერი ვერ გადალახეს მიითხვისებს პირველ ადგილზე გასული პარტია. ესეთი უშნო სისტემა არის შემოთავაზებული. ზუსტად იგივე არასწორი პრინციპი არის შემოთავაზებული დღეს, რომელიც არღვევს ინსტიტუციურ ბალანს ქვეყნის შიგნით პრეზიდენტთან მიმართებაში. არა მარტო არჩევითობაზე უარის თქმა არამედ ასევე ისიც რომ მას მაგალიტად არ ექნება უშიშროების საბჭო და მშვიდობიანი დროს უსაფრთხოების საკითხებში პრაქტიკულად სათთბირო ორგანო არ ეყოლება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: პარლამენტში შექმნილ საორგანიზაციო კომისიას, რომელიც კონსტიტუციის სახალხო განხილვას გულისხმობს, არ შეუერთდება
შემდეგი სტატიასაქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა