შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს კონსულტაცია გაუწიეს

40-მდე მსჯავრდებულს, სასჯელაღსრულების 7 სხვადასხა დაწესებულებაში,მიკრო ბიზნესის სტატუსიმიენიჭათ. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა,20-23 სექტემბერს,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსღონისძიებისფარგლებში, პატიმრებს,დაბეგვრის შეღავათიანი წესის შესახებ, გაეწიათ კონსულტაცია.

მსჯავრდებულებსგანემარტათ, რომ მინიჭებული სტატუსით, გათავისუფლების შემდგომაც შეუძლიათ ისარგებლონ.

მსჯავრდებულთარეგისტრაცია,როგორცგადამხდელფიზიკურპირად,ასევეშემოსავლებისსამსახურისვებგვერდისwww.rs.ge – ისმომხმარებლად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელდა.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებით,მსჯავრდებულებსსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ მაღაზიაში, პენიტენციურ დაწესებულებაშიდამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისუფლება მიეცათ. მათრეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე,საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილების 13 მუხლის საფუძველზე, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ საგადასახადო ორგანოს მიერ, მიკრო ბიზნესის სატატუსის მინიჭებისათვის, დამტკიცებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაავაკოვმა უკრაინელებისგან პოლიციელებისადმი სრული დამორჩილება მოითხოვა