შემძრა ამ ამბავმა! სად ვეძებოთ დამნაშავე?! – ირინა სარიშვილი

“შემძრა ანასტასიას ამბავმა. მერამდენე ბავშვი იღუპება გულგრილობის, უვიცობის, უფულობის და უვარგისი კანონების გამო! მერამდენედ არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ შვილის დასაფლავებისთვისაც უნდა იბრძოლოს გაუბედურებულმა დედამ! სად ვეძებოთ დამნაშავე?! უვიც ექიმებში, გულგრილ ადამიანებში, არაფრისმომცემ ფონდებში თუ ყველგან ერთად?!!! ან რა აზრი აქვს მხოლოდ დამნაშავის ძიებას თუ არ აილაგმა საავადმყოფოებში განუკითხაობა, არ შეიცვალა კანონები, არ შევიცვალეთ ჩვენ და მოთქმასთან და სამძიმრის სიტყვების კორიანტელთან ერთად ჩვენ თვითონ რამე არ ვიღონეთ ჩვენი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად?! პირადად ჩემთვის აღარ არსებობს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე და მიზანი – გადავარჩინოთ პატარები, რომელთა გარეშეც ჩვენს სიცოცხლეს აზრი არა აქვს! სხვისი შვილი არ არსებობს! გადავარჩინოთ შვილები!

P.S. ეს მოწოდება მხოლოდ სიტყვები არაა. მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და უახლოეს მომავალში, მას მერე რაც ამ საქმისთვის აუცილებელ ყველა ადამიანს დაველაპარაკები, შეგატყობინებთ რას ვაპირებ” – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიNBA All Star-ის შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა
შემდეგი სტატიაიაპონიის სადაზღვევო კომპანიამ 34 თანამშრომელი რობოტებით ჩაანაცვლა