,,შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის”

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

ლართან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ის თუ როგორია გეგმა და რას აპირებენ ამ მიმართულებით, დღეს არ უსაუბრიათ.

“შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. პასუხად მივიღეთ, რომ არის. კითხვები დაისვა და შევთანხმდით, რომ ამ ფორმატში მუშაობას გავაგრძელებთ, რადგან მთავარი ის კი არ არის, არის თუ არა კოორდინაცია, არამედ მთავარია ის, რაც შენობის გარეთ ხდება – ლარის გაუფასურება გაგრძელდება თუ არა, პროდუქტის გაძვირება გაგრძელდება თუ არა და ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზე როგორ აისახება. ამაზე მთავრობა შეგვპირდა, რომ მათ დამატებითი დრო სჭირდებათ. ჩვენ მთავრობას ვკითხეთ, თუ როგორია მათი გეგმები, აპირებს თუ არა რაღაც ხარჯების შემცირებას, თუ არ წამოვიდა შემოსავლები და ექსპორტი ისევ შემცირდა, რას აპირებს ტურისტული ნაკადების გასაზრდელად. დავსვით ყველა საკითხი, რაც ლარს სტაბილურობას შეუქმნიდა. ამაზე გვითხრეს – ერთ კვირაში მოვალთ და გეტყვითო”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ლარის კურსის საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. დეპუტატებთან შესახვედრად ეროვნული ბანკიდან გიორგი მელაშვილი და გიორგი ბაქრაძე მოვიდნენ, ფინანსთა სამინისტროდან – ცოტნე ყავლაშვილი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროდან – ირმა ქავთარაძე.
სხდომაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.

banner
წინა სტატიაში,,პანკისის ხეობაში მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება”
შემდეგი სტატია,,გამოძიება უნდა ჩატარდეს და თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება”