შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის – საპატრიარქო

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია, – ამის შესახებ წერია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები, ზაზა სარალიძე და დავით დადუნაშვილი დღეს პატრიარქს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიროგორ “კლავდნენ” ბაბჩენკოს: ოფიციალური ვერსია დაცვის ვერსიას არ ემთხვევა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩვენ ვერ გავაგებინეთ, იქნებ ათიათასობით ადამიანმა გააგებინოს ქუჩიდან