შეიხი ნაჰაიანი: საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრმა, ტოლერანტობის მინისტრმა შეიხმა ნაჰაიანმა საქართველოში ინვესტირების დადებით მხარეებზე აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტორები დაასახელა, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია

„საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველოში არის ღია ეკონომიკა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით, ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან. საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე“, – ამბობს შეიხი.

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დელეგატებს სიტყვით უკვე მიმართა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის პატივია ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციების მასპინძლობა.

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 100-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს – როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews-ი, BBC, Bloomberg-ი, Deutsche Welle, The Economist-ი, Al Jazeera, Guardian-ი და სხვა მედიასაშუალებები.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ საედ დუდაევის ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამოლდოვის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს